საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სამსახურიდან თანამშრომლებს ერთი მეორის მიყოლებით ათავისუფლებს – ამჯერად მოქალაქე სალი კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ “საჯარო რეესტრმა 10-წლიანი შრომის შემდეგ 20-წამიანი ზარით გაათავისუფლა”.
საჯარო რეესტრმა 10-წლიანი შრომის შემდეგ 20-წამიანი ზარით გამათავისუფლა. მთელი ჩემი შრომა წვალება და ჯაფა 1 წამში თავზე დამემხო.. 10 წელი, ხალხო, 10 წელი”. – წერს სალი კაპანაძე.
ამასთან, საჯარო რეესტრიდან ხელშეკრულების არ გაგრძელების შესახებ მოქალაქე ნინო ხარჩილავა სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს.
ხარჩილავა ხელშეკრულების არ გაგრძელებას პეტიციას უკავშირებს, რომლითაც კობახიძის ანტიევროპულ განცხადებას ემიჯნებოდა.
დამიკავშირდნენ, საჯარო რეესტრიდან ხელშეკრულების არ გაგრძელების შესახებ.
ვინც არ მიცნობთ, გეტყვით რომ დასაქმებული ვიყავი მიწის სისტემურ რეგისტრაციაზე, თითქმის სამი წლის განმავლობაში. ამავე წლის ბოლოს, გავიარე რესერთიფიცირება წარმატებით (უძრავი ქონების ამზომველ-ამგეგმავის პოზიცია).
ხელშეკრულების არგაგრძელებას ვუკავშირებ პეტიციას, რომელიც ემიჯნებოდა კობახიძის განცხადებას.
ჩემი პოზიცია საქართველოს ევროკავშირში გაწევრებს შესახებ რჩება უცვლელი და მყარი”. – წერს ნინო ხარჩილავა.
ცნობისთვის, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მოქალაქე ანი მამუკელაშვილთან და გიორგი შატაკიშვილთან შრომითი ხელშეკრულება შეწყვიტა.