ბედობა რუსთაველზე! – 2 იანვარს, 19:00 საათზე, პარლამენტის წინ აქცია დაანონსდა.
აქციის ორგანიზატორი ჯგუფი “დაიტოვეა“, რომელიც წერს, რომ “წელს ყველამ დაინახა, რომ საქართველოს ჰყოლია თავისუფალი, ღირსეული, ამაყი, პატრიოტი მოქალაქეები, რომლებიც არ იღლებიან და არ ნებდებიან.“
2 იანვარი, 19:00 საათზე, თბილისი, რუსთაველის გამზირი, ბედობა რუსთაველზე! დავიბედოთ ერთმანეთი!წელს დავინახეთ ის, რაც სცადეს, რომ დაგვიწყებოდა: საქართველოს ჰყოლია თავისუფალი, ღირსეული, ამაყი, პატრიოტი მოქალაქეები, რომლებიც არ იღლებიან და არ ნებდებიან.ამ დღეს მადლიერება გამოვხატოთ ერთმანეთისადმი და კიდევ ერთხელ გავიმეოროთ:- თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!- ვითხოვთ ახალ არჩევნებს!“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.