გურიის მოამბე

მედგრად ვარ, მყარად და ამაყად – პოლიტმატიმარ ზვიად ცეცხლაძის წერილი ციხიდან

რეჟიმის პოლიტიკური ტყვე უკანონო პატიმრობიდან საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს. 19 წლის პოლიტიკური პატიმარი, რომელსაც მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრება, ახალ წელს გისოსებს მიღმა შეხვდა, ეს წერილიც საკანში დაწერა და ადვოკატს გამოატანა. ზვიად ცეცხლაძე ქვეყნის ევროპული მომავლის მცველებს გლდანის მერვე დაწესებულებიდან ამხნევებს და ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.

19 წლის მანძილზე პირველად ახალი წლის დადგომას ზვიად ცეცხლაძის ოჯახი მის გარეშე შეხვდა. შვილის პოლიტიკურ პატიმრობას ყველაზე მეტად სწორედ მშობლები განიცდიან. სტუდენტური მოძრაობა “დაფიონის” წევრს, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საბოლოო განაჩენის დადგომამდე მას არც ოჯახის წევრების ნახვა შეუძლია და მათთან დარეკვაც შეზღუდული აქვს.

ვასო აბაშიძის სახელობის თეატრმა პროტესტის ნიშნად ყველა სპექტაკლი გააუქმა. გაფიცული მსახიობები ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებენ ანდრო ჭიჭინაძეს და რეჟიმის ყველა უკანონო პატიმარს. თეატრი ვერ დაუბრუნდება ჩვეულ რიტმს, ამიტომ ხალხის დაკვეთის შესრულებამდე, დიდი მოთხოვნის მიუხედავად, ყველა სპექტაკლი გაუქმებულია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share