ახალი წლის დადგომასთან ერთად, რუსეთი თავს ესხმის უკრაინას – თქვენს გვერდით ვართ – პრეზიდენტი

”ახალი წლის დადგომასთან ერთად, რუსეთი აგრძელებს 2024 წელს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის მუდმივ, გაუმართლებელ თავდასხმას.

ჩვენი ფიქრები უკრაინასთანაა. საქართველო სოლიდარულია და დგას უკრაინის გვერდით სადღესასწაულო პერიოდშიც.” –

წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე. 2 იანვრის დილას რუსეთმა კიევსა და ხარკივზე იერიში მიიტანა, არის მსხვერპლი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share