ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა რომ ამერიკის ელჩი ზეწოლას ახდენს ქართულ სასამართლოზე.
American ambassador puts pressure on the Georgian court
ამერიკის ელჩი ზეწოლას ახდენს ქართულ სასამართლოზე!“ – წერს ხათუნა ხოფერია.
საქართველოში აშშ-ის საელჩომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია: „იმ დროს, როდესაც საქართველოს ერთგულება მიუკერძოებელი სასამართლოსა და მედიაპლურალიზმის მიმართ განსაკუთრებული დაკვირვების საგანია, მთავარი ოპოზიციური ტელეარხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმდინარე პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს – უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლისა“.