ქალბატონი სალომე არის პრეზიდენტი, რომელიც მოქმედებს მანამ, სანამ საქართველოში არ ჩატარდება ხელახალი არჩევნები-მარგველაშვილი

ქალბატონი სალომე არის პრეზიდენტი, რომელიც მოქმედებს სანამ, მანამ საქართველოში არ ჩატარდება ხელახალი არჩევნები და ქვეყანაში არ მოხდება კოანონიერი ხელისუფლების ფორმირება, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა  განაცხადა.

მისი თქმით, მანამადე ის ჯგუფი, რომელიც საქართველოში ძალოვან პროცესებს მართავს, არ წარმოადგენს არც პრემიერ მინისტრს, არც პრეზიდენტს და არც მინისტრებსა და დეპუტატებს.

”ხელისუფლების ფორმირება ხორციელდება პარლამენტის მეშვეობით და აქედან გამომდინარე, ვრცელდება ყველაზე. ხელისუფლების ყველა შტო, რომელიც ფორმირებული იქნა არალეგიტიმური არჩვენების შედეგად, არ არის ლეგიტიმური, შესაბამისად სალომე ზურაბიშვილს მოვიხსენიებ საქართველოს პრეზიდენტად, რომელიც აგრძელებს თავის უფლება-მოსილებას, ხოლო იმ ადამიანს, რომელიც ამ ფარსის შედეგად დაასახელეს, არ მოვიხსენიებ პრეზიდენტად, საქართველოს დღეს ჰყასვ მეხუთე პრეზიდენტი, რომელიც აგრძელებს თავის უფლება-მოვალეობას.

თუ ჩვენ ვამბობთ, რომ პარალამენტი არალეგიტიმურად არის წარმოქმნილი, მათ მიერ წარმოდგენილი შტოებიც ვერ იქნებიან ლეგიტიმურები, ეს არის ბუნებრივი ლოგიკა დემოკრატიის“, – განაცხდა მარგველაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share