“ეს ჭაობის არსება სანდრას ფრჩხილის ფასიც არ ღირს” – მიხეილ სააკაშვილი თეა წულუკიანს პასუხობს

ეს ჭაობის არსება სანდრას ფრჩხილის ფასიც არ ღირს” – ასე პასუხობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თეა წულუკიანს. მისი მიმართვა მის ოფიციალურ Facebook-გვერდზე ვრცელდება.

”დღეს წულუკიანმა გამოაცხადა, რომ გარდა იმისა, რომ მე კაცის მკვლელი ვარ, (ყველაფერი ჰილარი კლინტონის დალეულ “რედ ბულამდე” დავიდა, ეტყობა “რედ ბული” განსაკუთრებით მომაკვდინებელია სახელმწიფო მდივნებისთვის) თურმე სანდრას დაპატიმრებას ვითხოვ.

ეს ჭაობის არსება სანდრას ფრჩხილის ფასი რომ არ ღირს, არაუშავს? მე სწორედ იმაზე ვისაუბრე, თუ რამდენი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა სანდრამ. ის მუდმივად შერჩება საქართველოსა და ევროპის ისტორიას, ეს არარაობები კი სულ მალე დაგვავიწყდება, როგორც ცუდი სიზმარი” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share