“პუტინი ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველოში დემოკრატიას ძირი გამოუთხაროს”…”კორუმპირებული ივანიშვილი საქართველოს რუსეთის კოლონიად აქცევს” – ორპარტიული მხარდაჭერა კონგრესიდან

ვლადიმერ პუტინი ბოროტი დიქტატორია, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატიას ძირი გამოუთხაროს, ამას შედეგები უნდა მოჰყვეს – განაცხადა ამერიკელმა კონგრესმენმა რესპუბლიკური პარტიიდან რიჩარდ ჰადსონმა კონგრესის პირველ სხდომაზე, სადაც MEGOBARI აქტი ხელახლა დააინიცირეს

“ვლადიმერ პუტინი ბოროტი დიქტატორია, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატიას ძირი გამოუთხაროს და ამას შედეგები უნდა მოჰყვეს. ეს კანონპროექტი ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მიმართ აშშ-ის მხარდაჭერას აძლიერებს და ცხადყოფს იმას, რომ მათ თავისუფლებაზე თავდასხმებს ჩვენ არ შევეგუებით“, – აცხადებს რიჩარდ ჰადსონი. [IPN]
ამავე სხდომაზე კორუმპირებული უწოდა ივანიშვილს დემოკრატიული პარტიის კონგრესმენმა სტივ კოენმა:

„კორუმპირებული ივანიშვილი და მისი პარტია „ქართული კოშმარი“ საქართველოს რუსეთის კოლონიად აქცევს. რეჟიმის ბანდიტები არბევენ და აკავებენ დემონსტრანტებს, რომლებიც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ითხოვენ, რადგან დამოუკიდებელი დამკვირვებლები ამბობენ, რომ ოქტომბრის ბოლოს არჩევნები ფუნდამენტური დარღვევებით ჩატარდა. ქართველი ხალხი ტრანსატლანტიკურ გზაზე დაბრუნებას ითხოვს და ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ. MEGOBARI აქტი ამ დახმარებას უზრუნველყოფს, პუტინის მარიონეტების წინააღმდეგ სანქციების დაწესებითა და ქართული დემოკრატიისა და სუვერენიტეტის აღდგენის შემთხვევაში ურთიერთობების გაღრმავებით“, – აცხადებს სტივ კოენი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share