საქართველოსთან ჩვენი მეგობრობა კრიტიკულ ეტაპზეა -ამის შესახებ კონგრესმენმა დემოკრატიული პარტიიდან, მარკ ვიზიმ განაცხდა.
მისივე თქმით, “MEGOBARI აქტი” ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.
საქართველოსთან ჩვენი მეგობრობა კრიტიკულ ეტაპზეა და ხალხი თავისუფლებისთვის გაბედულად იბრძვის. MEGOBARI აქტი ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე და ეს აუცილებელი მხარდამჭერი კანონპროექტია, რათა საქართველოში ჩვენს მოკავშირეებს დავეხმაროთ, უზრუნველყონ თავიანთი მომავალი და თავიანთი თავისუფლებები დაიცვან”, – აცხადებს ვიზი.
შეგახსენებთ, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) კონგრესში „MEGOBARI აქტი“ ხელახლა წარადგინა.