რა შეიცვალა “MEGOBARI აქტის” განახლებულ ვერსიაში – ია მეურმიშვილი დეტალებს განმარტავს

საერთაშორისო კორესპონტენდი, ია მეურმიშვილი “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ “MEGOBARI აქტს” სავარაუდოდ, კონგრესის ორივე პალატის მხარდაჭერა ექნება. ამის შემდეგ კი კანონპროექტი უკვე გადაეგზავნება პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას ხელმოსაწერად.

მისი თქმით, “MEGOBARI აქტის” მიღება გადავა 20 იანვრის შემდეგ და მას შტატების ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირობებში ხელახლა მოუწევს იმ პროცედურების გავლა, რაც მაისის შემდეგ გაიარა. თუმცა, მეურმიშვილი ვარაუდობს, რომ აქტის მიღება დროში არ გახანგრძლივდება.

”ჩემი აზრით რაც აყოვნდებდა ამ კანონპროეტის მიღებას, ზოგიერთი თაფკლაკვერას მომენტი იყო, რომელსაც სენატი არ თანხმდებოდა. ამ ეტაპზე ამოღებულია დადებითი და წინაგამოწეული ხელი, რომელიც მანამდე იყო კანონპროექტში”, – ამბობს ია მეურმიშვილი

რა შეიცვალა “MEGOBARI აქტის” განახლებულ ვერსიაში – ჟურნალისტი ამბობს, რომ კანონპროექტში თავდაცვის ნაწილში ტექსტი გამკაცრებულია, უვიზო რეჟიმის შეწყვეტის თაობაზე კი საუბარი არ არის.

”კანონპრეტის ტექსტი თავდაცვაზე გამკაცრებულია, ღიად და ფართოდ არ ამბობს საქართველოსთან სამხედრო თანამშრომელობას, თუმცა არ ამბობს რომ თანამშრომლობა სრულად შეწყდება, ტექსტი ბევრ სივრცეს ტოვებს, რომ მოხდეს საქართველოსთან თანამშრომლობის გადახედვა. უვიზო რეჟიმის შეწყვეტასთან დაკავშირებით კანონპროეტში არ არის საუბარი. თავისუფალ ვაჭრობის შეწყვეტაზე ასევე საუბარი შესუსტებულია. პირიქით, საუბარია, რომ ხელი შეუწყოს საქართველოს რუსეთთან ვაჭრობის შემცირებაში. 

ეს განახლებული ევრისა საშუალებას ტოვებს რომ შემხვედრი ნაბიჯები იქნას გადადგმული საქართველოს მხრიდან. იქ საუბარია რამდენიმე ნაბიჯზე, რომელიც შეიძლება ახლა იქნას გადადგმული, მაგალითად კანონპროექტების გაწვევაზე ან მათ შეჩერებაზე”, – ამბობს ია მეურმიშვილი. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share