გურიის მოამბე

ივანიშვილი და მისი რუსული კრიმინალი საქართველოსთვის სახიფათოა – ბუღაძე

“ივანიშვილი საქართველოსთვის სახიფათოა” – ამის შესახებ  მწერალმა ლაშა ბუღაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ივანიშვილი და მისი რუსული კრიმინალი” ქართველ ხალხს ბოლო 30 წლის განმავლობაში აშენებულ მომავალს ართმევს.

”ივანიშვილი საქართველოსთვის სახიფათოა, სხვადასხვა დისციპლინისთვის, ბიზნესებისთვის სახიფათოა. ვიღაც დუმს, რადგან შეშინებულია, ვიღაც დუმს, რადგან ცდილობს ჩაიკეტოს და თავი ქონებას შეაფაროს. თუმცა უამრავი ადამიანია, რომლებიც ქუჩაში დგანან. რაც 30 წლის განმავლობაში ძლივძლივობით ავაშენეთ, ამას გვართმევენ, ამას გვჯეგავს ივანიშვილი და მისი რუსული კრიმინალი”, – ამბობს ლაშა ბუღაძე. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share