გურიის მოამბე

“ეს არის ხავსმოჭიდებული ხელისუფლება” – სანდრო კაკულია

“ეს არის ხავსმოჭიდებული ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, შექმნას ილუზია” – ამის შესახებ მსახიობმა სანდრო კაკულიამ განაცხადა.

სანდრო კაკულიას თქმით, მიმდინარე პროცესებს იმედიანად უყურებს, რადგან მისივე განმარტებით, მიუხედავად ევროპული მომავლის მცველების 2-კვირიანი წამებისა, ხალხი ბრძოლას კვლავ აგრძელებს.

“ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოსახლეობას არ უსმენს, თავიდანვე წაგებულ პოზიციაშია. ეს ომი ხალხს მოგებული აქვს” – აღნიშნავს მსახიობი.

”ეს არის ახლა ხავსმოჭიდებული ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, რომ შექმნას ილუზია… ესენი თამაშობენ ამ სახელმწიფოებრიობას. მე ვარ ძალიან პოზიტიურად განწყობილი, ის რაც ვნახეთ 31 დეკემბერს, რაც ვნახეთ ბედობას, შობას. ასი ათასობით ადამიანი გამოდის და ნაგავი არ იყრება, ნაგავს ვაგროვებთ. ამ ადამიანების, ამ ბავშვების, რომელსაც ძველი, კრიმინალური სამყაროსი საერთოდ არ ეშინიათ, მეიმედება. ხელისუფლება, რომელიც არ უსმენს საზოგადოებას, უეჭველი არის თავიდანვე წაგებულ პოზიციაში. ეს ომი ხალხს მოგებული აქვს”, – ამბობს სანდრო კაკულია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share