“ქართული ოცნების” მიერ საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებულ რეპრესიებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან.
მესამე სექტორი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს და ითხოვს, რომ საჯარო მოხელეების გვერდით მტკიცედ დადგნენ და ივანიშვილის გუნდის რეპრესიული ნაბიჯები დაგმონ.
გაყალბებულ არჩევნებსა და 2024 წლის 28 ოქტომბერს ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა უპრეცედენტო სახალხო პროტესტი, რომელსაც შეუერთდნენ საჯარო მოხელეებიც.
ათასობით საჯარო მოხელე ღია განცხადებებით თუ პეტიციებზე ხელმოწერით გაემიჯნა ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას. მათ დაგმეს მშვიდობიანი დემონსტრანტებისადმი განხორციელებული ძალადობა და დაადასტურეს ერთგულება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ამის საპასუხოდ, დაჩქარებული წესით და სიღრმისეული განხილვის გარეშე, მიღებულ იქნა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვით მნიშვნელოვნად გაუარესდა საჯარო მოხელეების პროფესიული დაცვის მექანიზმები. აღნიშნულმა ცვლილებებმა გზა გაუხსნა რეპრესიული ინსტრუმენტების ამოქმედებას საჯარო მოხელეების მიმართ.
ამის შედეგად უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში ათეულობით საჯარო მოხელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობებიდან. საჯარო მოხელეები, რომლებიც ითხოვდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის დაცვას, თავად გახდნენ მსხვერპლნი კონსტიტუციის დარღვევისა, შეეზღუდათ რა გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება.
მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, რომ მტკიცედ დადგნენ საჯარო მოხელეების გვერდით, დაგმონ ქართული ოცნების რეპრესიული ნაბიჯები და გაზარდონ ზეწოლა მათზე, რომ დაუყოვნებლივ შეწყდეს საჯარო მოხელეების უკანონო პოლიტიკური დევნა, მუქარა და სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება.” – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
ხელმომწერები:
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია (ALFG)ჭავჭავაძის ცენტრისამოქალაქო საზოგაოდების ფონდი (CSF)სამოქალაქო იდეადემოკრატიის მცველებიდემოკრატიის კვლევის ინსიტუტტი (DRI)აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD)ევროპის ფონდიევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)ჯეოქეისისაქართველოს მომავლის აკადემიასაქართველოს სასამართლოს გუშაგისაქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი (GSAC)მწვანე ალტერნატივაადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)დასავლური დემოკრატიისა და ლიდერობის ინსტიტუტი (IWDL)პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)უფლებები საქართველოსაფარითბილისი პრაიდიწერტილიქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)