გურიის მოამბე

საქალაქოში რეჟიმის პატიმრების ახლობლები იკრიბებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოში და სასამართლოს ეზოში რეჟიმის პატიმრების ახლობლები და ოჯახის წევრები იკრიბებიან. საქალაქოში დღეს 11 პირის, მათ შორის, ანდრო ჭიჭინაძისა და ონისე ცხადაძის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელებენ. პროცესი 10:30-ზეა ჩანიშნული.

პროკურატურა ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავება, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

[ფოტო: პუბლიკა]

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share