ბესარიონ ტაბიძე “მე რას ვფიქრობ ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს”

“მე რას ვფიქრობ ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, ინიციატივით შემოვიდა ლანჩხუთის მერი, გადაწყვეტილებას კი ხვალ მივიღებთ”

ამის შესახებ “გურიის მოამბესთან” საუბარში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ბესარიონ ტაბიძემ, საკრებულოში ა(ა)იპ “ეკონომიკური განვითარებისა და ინოვაციების ცენტრი” ს გაუქმების პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარში განაცხადა.

ტაბიძე აცხადებს, რომ არ იცის მიზეზები, თუ რის გამო მიიღო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა, ეს გადაწყვეტილება.

“რეკომენდაცია გადაეგზავნა ყველა ფრაქციასა და დეპუტატს,ხვალ განვიხილავთ ამ საკითხს საკრებულოზე და გადაწყვეტილებას მიიღებს უმრავლესობა” – გვითხრა ტაბიძემ.

ცნობისათვის: ლაჩხუთის მუნიციპალურმა საკრებულომ ა(ა)იპ “ეკონომიკური განვითარებისა და ინოვაციების ცენტრი” გაუქმების პროცესი დაიწყო, საკრებულოს ბიურომ ეს საკითხი უკვე დღის წესრიგში შეიტანა, გადაწყვეტილებას ხვალ, საკრებულო, მორიგ სხდომაზე მიიღებს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share