რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ბინადრობის უფლებას ითხოვენ. საბუთის მისაღებად იუსტიციის სახლთან “პირველების” კამერამ რუსთის არაერთი მოქალაქე გადაიღო. ნაწილი ამბობს, რომ საბუთები საქართველოში ბინადრობის მოწმობის მისაღებად შეიტანა, დანარჩენები ბიზნესს არეგისტირებენ.
ამის მიუხედავად, რუსეთის მოქალაქეესბი საზღვრის კვეთის დროს ამბობენ, თითქოს საქართველოში ტურისტული მიზნებით ჩამოვიდნენ. უვიზო მიმოსვლა მათ აქ ერთი წლით ყოფნის უფლებას აძლევს, თუმცა ახლა ისინი უკვე ბინადრობის უფლებასაც ითხოვენ, რაც ქვეყანაში ხანგრძლივი დროით ლეგალურად დარჩენის და მუშაობის უფლებას აძლევს.
საქართველოში შვიდი თვის წინ ჩამოვედი. წამოვედი მას შემდეგ რაც, ომი დაიწყო, ეს იყო ჩემი პოზიცია. ჩვენ ჩამოვედით აქ, რომ დავრჩეთ სამი ოთხი წლით. ახლა შევაგროვე საბუთები ბინადრობის უფლების მისაღებად. საქართველოს კომფორტული ქვეყანაა ჩვენთვის, ის, რაც ხდება ახლა რუსეთში, ეს არის კოშმარი, – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
რუსეთის მოქალაქეები ამბობენ, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ არაფერი იციან და რომც სცოდნოდათ, ამაზე ფიქრის დრო არ აქვთ.
მე სანკ პეტრბუგიდან ვარ, აქ ჩამოვედი ბიზნესის საკეთებლად. ჩემი ბიზნესი აიტი მომსახურებას უკავშირდება. ეს არის ძალიან კარგი ადგილი. მე არ მაქვს ინფორმაცია ოკუპირებუილი ქართული რეგიონების შესახებ, მე არ შემიძლია ამ თემაზე ლაპარაკი, არ მიფიქრია, მე სხვა საქმეები მაქვს, რომელითაც ვარ დაკავებული. თქვენ თურქეთის მიერ კვიპროსის ოკუპაციაზე ფიქრობთ? ასევე ვერ ვიფიქრებ მე. მე რომ ასეთ ამბებზე ვიყო ფოკუსირებული, სხვა ვერაფერს გავაკეთებ. ჩემი პოზიციაა, რომ აზრი არ აქვს ასეთ ამბებზე ფიქრს. ასეთი პრობლემები ყველგანაა. ნახეთ, რა ხდება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, – ამბობს რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქე.
არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ოკუპაციისადმი პროტესტს ისე გამოხატავენ, როგორც შეუძლიათ.
მე დაქალთან ჩამოვედი სტურმრად, მე ვფიქრობ რომ ომი არ უნდა ხდებოდეს, მე არ შემიძლია რაიმე შევცვალო საქართველოს ოკუპაციის მხრივ მაგრამ, მე რასაც ვაკეთებ არ ჩავდივარ და არ ვხარჯავ ფულს აფხაზეთში. მე უკვე რვა წელია წამოვედი რუსეთიდან, წამოვედი იმის გამო რომ არ ვეთანხმება რუსეტის ხელისუფლების პოლიტიკას, – ამბობს ტურისტი.