“განლეული აქვს კუნთები” – მიხეილ სააკაშვილს 30 კილო აქვს დაკლებული

მიხეილ სააკაშვილს დაპატიმრებიდან დღემდე 30 კილო აქვს დაკლებული – საქართველოს მესამე პრეზიდენტის ოჯახი ამბობს, რომ პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია.

ამასთან, როგორც გიული ალასანიამ “ტვ პირველს” განუცხადა, მიხეილ სააკაშვილისთვის ეს კვირა გადამწყვეტი იქნება:

კარგი არაფერი არ აქვს, განლეული აქვს აქვს კუნთები, ამიტომ უჭირს გადადგილება, მერე უსათუოდ უნდა დაჯდეს. გვინდოდა ამერიკელი ექსპერტების ჩამოყვანა, მაგრამ მათი ლიცენზიები ჯერ-ჯერობით არ ჩანს. ეს კვირა არის გადამწყვეტი, ვფიქრობ, რომ ეს ლიცენზიები უნდა გაიცეს და მაშინვე, მეორე დღესვე ჩამოვა ეს ხალხი”- განაცხადა ალასანიამ. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share