ანრი ოხანაშვილი: „არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ პოლიტიკური განცხადების გამო სასამართლოს გადაწყვეტილება გადაიხედოს“

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მესამე პრეზიდენტი ქართული პოლიტიკიდან მიდის.

ამ განცხადებას უმრავლესობა გამოეხმაურა. ანრი ოხანაშვილის განცხადებით,

სამართლებრივი მხარე სასჯელის გადავადებას, პირის პატიმრობიდან გათავისუფლებას მისი პოლიტიკიდან წასვლის ან პოლიტიკაში დარჩენის გამო არ ითვალისწინებს.

– ყველა შესაბამისი უწყება იმ სამართლებრივი პროცედურებით იმოქმედებს, რაც არის განსაზღვრული. არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ პოლიტიკური განცხადების გამო რაიმე გადაიხედოს. ყველა კანონის შესაბამისად იმოქმედებს. ასე რომ დაველოდოთ პროცესებს. ამ შემთხვევაში პოლიტიკური განცხადებები ვერ ქმნის და იურიდიული თვალსაზრისით არავითარი ობიექტური საფუძვლის შექმნა არ შეუძლია, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share