„ბახვის მერე“ – „ბახმარო“
.
დავით კობიძის (ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი) კვლევის (1953 წელი) მიხედვით დასახელება „ბახმარო“-ს პირველი ნაწილი ბახვისწყალთან და სოფელ ბახვთან არის დაკავშირებული. მდინარე ბახვისწყალი ჩამოედინება ბახმაროს ტერიტორიაზე, ხოლო ბახვი გურიის სოფლის სახელწოდებაა.
.
ასევე კობიძის აზრით დასახელების მეორე ნაწილი „მარო“ მიღებულია „მერეს“ სახეცვლილებით. „მერე“ გურიაში მდინარისპირას არსებულ ვაკე ადგილს ნიშნავს, აქედან გამომდინარე კობიძის აზრით მდინარე ბახვისწყლის ვაკეს წინათ ერქვა : „ბახვის მერე“, ამ დასახელებიდან „ვ“-ს ნათესაობითი ბრუნვის ნიშნის ამოვარდნის ნიადაგზე მივიღებული იქნა დასახელება „ბახმერე“, შემდგომი ფონეტიკური ცვლილებების შედეგად „ე“ „ა“-დ იქცა, ხოლო ბოლო კიდური „ე“ „ო“-დ შეიცვალა და ჩამოყალიბდა გეოგრაფიული სახელის საბოლოო ფორმა – „ბახმარო“. ამრიგად პროფესორი კობიძის დასკვნით – სახელი ბახმარო ქართული სიტყვიდანაა მიღებული და მას თურქულთან საერთო არაფერი აქვს.
.
დასახელება „ბახმაროს“ პირველ ნაწილს ხალხური ეტიმოლოგია თურქულ სიტყვას “Bak” ნახე, ხოლო მეორეს – ქალის სახელს „მაროს“. ეს მოსაზრება ემყარება გურიაში გავრცელებულ ლეგენდას გურული ქალის მაროს თურქების მოტაცებისა და მისი მკვლელობის შესახებ.