სახალხო დამცველის აპარატის ყოფილი თანამშრომელი, უფლებადამცველი ციალა ქათამიძე, რომელიც ბათუმში 11 იანვარს დააკავეს, ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიერ არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს.
მისი თქმით, დაკავების ოთახდიდან საკუთარი თვალით დაინახა, როგორ გაუსწორდა დგებუაძე დაკავებულ მალხაზ ირემაძეს.
ქათამიძე ამბობს, რომ ამ მომენტში “ბათუმელების” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი უკვე დაკავებული იყო და საკუთარი თვალით უყურებდა ამ შემზარავ სანახაობას.
მზია მთელი ცხოვრება ცდილობდა რომ გამოეაშკარავებინა ასეთი ადამიანები და ხომ წარმოგიდგენიათ, როდესაც დაკავებულია ადამიანი და ამას გვერდით უკეთებენ და ის ვერაფერს ვერ აკეთებს, საშინელებაა” – ამბობს ქათამიძე.
”დაკავებული რომ ვიყავი, ჩემს ოთახთან კარი იყო ღია და ჩამოარა ირაკლი დგებუაძემ, რომელსაც და კიდევ ბევრ პოლიციელს მოჰყავდა მალხაზ ირემაძე და ურტყამდნენ მალხაზს. სანამ ჩემს კართან გაივლიდნენ მე დავინახე სახეზე ხელი როგორ ააფარა მალხაზ ირემაძეს და როგორც მიაჯახუნებინა თავი კარზე, დამიკეტეს კარი და ვუძახოდი, რას აკეთებ ირაკლითქო. ამ დროს მზია უკვე დაკავებული იყო. ის რასაც ირაკლი დგებუაძე ხალხის მიმართ ახორციელებდა, ღისების შელახვა, შეურაცხყოფა და ა.შ. მზია ამაღლობელი მთელი ცხოვრება ცდილობდა რომ გამოეაშკარავებინა და აუცილებლად დასჯილიყვნენ ასეთი ადამიანები და ხომ წარმოგიდგენიათ, როდესაც დაკავებულია ადამიანი და ამას გვერდით უკეთებენ და ის ვერაფერს ვერ აკეთებს. ეს არის საშინელი გრძნობა. მზიამ ეს ყველაფერი დაინახა და მეტიც, მეორე დაკავების მომენტშიც უკვე სრულიად წარმოუდგენელ რაღაცებს ყვებიან მისი დაკევების, ცალი ფეხსაცმელი არ ეცვა და ვერ გრძნობდა. ხომ წარმოგიდგენიათ, რა ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებოდა ადამიანი, რომელიც ერთხელ დააკავეს და მეორე წუთში დააკავეს ადამიანები, რომლებიც მზიას გამო მოვიდნენ იქ”, – ამბობს ციალა ქათამიძე.
შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს „ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა” გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს და ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.
14 იანვარს მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.