სახალხო დაცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მიმართ ყელა მძიმე აღვკეთის ღონისძიება გამოიყენეს, რისი აუცილებლობაც რამდენიმე გარემოების გათვალისწინებით არ იყო.
იოსელიანი აცხადებს, რომ “უფრო ლმობიერი გადაწყვეტილების მიღება იმ მტკიცებულებების ფარგლებში შესაძლებელია”.
“მოვამზადეთ სასამართლოს მეგობრის მოსაზრება და სასამართლოს მივწერეთ და ვთხოვეთ, რომ უფრო მეტი დაკვირვებით, უფრო სკულპუროზულად შეისწავლოს მტკიცებულებები, რომლებიც წარუდგინა პროკურატურამ, რომელიც ვთვლით, რომ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ პატიმრობა იქნა გამოყენებული მის მიმართ. შეთავაზებული იყო საკმაოდ მაღალი გირაო, შეთავაზებული იყო ამ ადამიანის პიროვნების გათვალისწინებით, რომ ქალია, რომ ყველა იცნობს, მისი მიმალვის საფრთხე და ასეთი არის, ჩვენი აზრით, ბევრად უფრო ნაკლები და შესაძლებელია, რომ ეს არ იყოს პატიმრობა.
[გადაწყვეტილება] დასაბუთებული არ არის იმ სტანდარტით, რა სტანდარტიც ესაჭიროება პატიმრობის დასაბუთებას, ჩვენი აზრით. ამაზე მივმართეთ და ველოდებით განხილვას. საკმაოდ კარგად არის დასაბუთებული ჩვენი დოკუმენტი და [იმედი მაქვს, რომ] ყურადღებით წაიკითხავს სასამართლო… არავითარ შემთხვევაში არ მივცემ თავს უფლებას, რომ ჩავერიო სასამართლოს ფუნქციაში და მივუთითოთ, მაგრამ როგორც სახალხო დამცველი ვთვლი, რომ უფრო ლმობიერი გადაწყვეტილების მიღება იმ მტკიცებულებების ფარგლებში შესაძლებელია, პიროვნების გათვალისწინებით, დანაშაულის გათვალისწინებით… ამ დანაშაულზეც ვიტყვი, რომ ნამდვილად არ ვამართლებ პოლიციელზე არც დარტყმას, არც გარტყმას, არაფერს, მაგრამ მთლიანად ეს კონტექსტი, რა პირობებშიც მოხდა, როგორ იყო ის ადამიანი აღელვებული, ამ ყველაფრის გადაწყვეტილებით არ არის აუცილებლობა, რომ ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიება იქნას გამოყენებული.” – ამბობს იოსელიანი.