არ არის ძალიან გვიან გამოფხიზლება და აღიარება, რომ დასავლეთი რუსეთთან ომშია- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ესტონეთის პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი წერს.
მიჰკელსონის თქმით, “რუსეთმა შეტევა ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო საქართველოს ერთი მეხუთედის ოკუპირებით“.
არ არის ძალიან გვიან გამოფხიზლება და აღიარება, რომ დასავლეთი რუსეთთან ომშია. რუსეთმა შეტევა ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო საქართველოს ერთი მეხუთედის ოკუპირებით, რითაც, ფაქტობრივად, შეაჩერა ნატო-ს გაფართოება სამხრეთ კავკასიაში“, – წერს მიხელსონი.