როდესაც უსამართლობის განცდა პიკს მიაღწევს, ციხეში ერთ-კაციან აქციას ვაწყობ – რეზო კიკნაძის წერილი

გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დირექტორის, მზია ამაღლობელისათვის გამოცხადებული სოლიდარობის გამო მოშიმშილე რეზო კიკნაძე “პირველებს” ციხიდან წერილს უგზავნის.

რეჟიმის ტყვე, რომელსაც ცოცხლად დამარხვით ემუქრებოდნენ, წერს, რომ უსამართლობის განცდის დაუფლების გამო, ხანდახან გისოსებს მიღმა ერთ-კაციან საპროტესტო აქციას აწყობს.

“თუ ვინმე ამყვება და გაზრდის ჩემს აქციას, ხომ კაი” – აღნიშნავს რეზო კიკნაძე, რომელიც მზია ამაღლობელსა და ზოგადად, კრიტიკულ მედიას მხარდაჭერას უცხადებს.

ციხეში პროტესტის გამოხატვის და ბრძოლის ერთადერთ საშუალებად შიმშილი დაგვრჩა და მეც ვცდილობ ხოლმე უსამართლობის განცდა როცა პიკს მიაღწევს, ჩემთვის ერთკაციანი აქციასავით მოვაწყო და ვიშიმშილო. თუ ვინმე ამყვება და გაზრდის ჩემს აქციას, ხომ კაი…

ამჯერად ჟურნალისტებსაც მიადგნენ. მედიას, რომელიც შეიძლება ითქვას, ერთადერთ იმედადღა გვექცა, რომლის დამსახურებაცა, რომ მთლად საბჭოთა კავშირში არ ვართ. არ გვხვრეტენ ქუჩებში და სოლიდარობა როგორ არ გამომეცხადებინა. სოლიდარობა ჟურნალისტებს, სოლიდარობა მზია ამაღლობელს და სოლიდარობა რეჟიმის ყველა ტყვეს”. – წერია წერილში. 

26 წლის რევაზ კიკნაძეს ჯგუფურ ძალადობას ედავებიან. “შაბათის ეთერის” მიერ მოპოვებული ექსკლუზიური მასალებით დგინდება, რომ საქმეში არაერთი დარღვევაა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share