სტრასბურგში განვიხილავთ ოპოზიციის მიერ გაგზავნილ წერილსაც, სადაც ითხოვენ, რომ საპარლამენტო დელეგაცია ასამბლეაზე არ დაუშვან – წულუკიანი

ევროსაბჭოს ასამბლეის წინაშე გვექნება გამოსვლა, სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს შევხვდებით და ვფიქრობ, იქნება განხილული წერილიც, რომელიც ქართულმა ოპოზიციამ გაგზავნა სტრასბურგში და ითხოვენ, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია არ იქნეს ასამბლეაზე დაშვებული და გაირიცხოს, –ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

“როგორც ვიცით, უკვე მრავალი წელია, რაც საქართველო არის ევროსაბჭოს და ჩვენ ყოველთვის ვიყავით ძალიან კარგი პარტნიორები ამ ორგანიზაციის, იქნებოდა ეს საკუთრივ საპარლამენტო ასამბლეაში, წამების წინააღმდეგ კომიტეტსა თუ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და ამ ორგანიზაციის სხვა ორგანოებში. შესაბამისად, ჩვენ ახლაც დათქმულ დროს, როდესაც იხსნება ზამთრის სესია მივემგზავრებით სტრასბურგში, ჩვენი ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაცია. გვექნება გამოსვლაც ასამბლეის წინაშე, სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს შევხვდებით და ვფიქრობ, იქნება განხილული წერილიც, რომელიც ქართულმა ოპოზიციამ მისთვის ჩვეული ექსტრემისტული ტონით გაგზავნა სტრასბურგში და ითხოვენ, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია არ იქნეს ასამბლეაზე დაშვებული და გაირიცხოს. ჩვენ მოველით ფაქტებზე დაფუძნებულ დისკუსიას და არა აღქმებზე საუბარს, ვინაიდან ფაქტები მოწმობს ერთს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა ამ არჩევნებში, ყველა დეპუტატი, რომელიც მიემგზავრება სტრასბურგში არის ლეგიტიმურად დემოკრატიული არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის წევრი და ოპოზიციის ადგილები რჩება ვაკანტური ამ დელეგაციაში. ქართული დელეგაციის შემდგომი ვიზიტი როდესაც იქნება სტრასბურგში, თუ ოპოზიცია პარლამენტში შემოვა, მათ შეეძლებათ ჩვენთან ერთად საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლაც, მონაწილეობაც სამუშაოებში და ა.შ“, – განაცხადა წულუკიანმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share