EU-ის წარმომადგენლობა: სოლიდარობას ვუცხადებთ მზია ამაღლობელს, ვითხოვთ გაათავისუფლონ

”ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელს შიმშილობის მე-17 დღეს და ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. თავისუფალი მედია და სამართლიანი სასამართლო უფლება ევროკავშირის ღირებულებების საფუძველია.”-

ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ X-ზე გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს ევროკავშირის ელჩები ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელის მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად ბათუმელებისა და ნეტგაზეთის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share