რეჟიმი დასუსტებულია, მაგრამ საჭიროა, სრული განფენა მთელი საქართველოს მასშტაბით – გვარამია

ჩვენ არ უნდა მოვიტყუოთ თავი, რომ რეჟიმი აგონიაშია, რეჟიმი დასუსტებულია, მაგრამ ეს საქმე ბოლომდე მისული არ  არის, ამიტომაა საჭირო სრული განფენა მთელი საქართველოს გეოგრაფიული მასშტაბით – ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ლიდერა, ნიკა გვარამიამ  განაცხადა.

გვარამია მიიჩნევს, რომ პროტესტში იმ ადამიენბის ჩართულობაც უნდა მოხდეს, რომლებზედაც “ოცნება“ დგას და მათი სოციალური შეჭირვებით სარგებლობს.

“ჩვენ ვერ მივიტანეთ დღემდე განწყობა ამ ადამიანებამდე, რომ მათ აქვთ ბრაზი, მაგრამ ვერ ხედავენ საკუთარ თავს ამ პროტესტში“, – განაცხადა გვარამიამ.

”რეგიონების და ღარიბი ადამიანების მეტი ჩართულობა, ღარიბი ადამიანები ცუდად გამომდის, მაგრამ ის ადამიანები, ვისზეც დღეს “ოცნება“დგას და სარგებლობს არაადამიანურად ადამიანების სოციალური შეჭირვებით, ჩვენ ვერ მივიტანეთ დღემდე განწყობა ამ ადამიანებამდე, რომ მათ აქვთ ბრაზი, მაგრამ ვერ ხედავენ საკუთარ თავს ამ პროტესტში. არჩვენები ამ ხალხის თანამონაწილეობით უნდა დაინიშნოს.

პოლიტიკოსები ვცოდავთ, როცა არ ველაპარაკებით ამ ადამიანებს. ჩვენ გვჭირდება, რომ მუშების და გლეხების პროტესტიც გამოჩნდეს. ამ ხალხის ბოლომდე ინტეგრაცია საერთო პროტესტში ვერ შევძელით. თუ მსახიობებს შეუძლიათ ამხელა ამბის მოწყობა დაკავებული კოლეგის გამო, ძალიან ბევრი ჯგუფია, რომელიც არის პროტესტის ნაწილი, რომლებმაც იციან, რომ არჩევნები გაყალბდა და მათაც უნდათ გააპროტესტონ. თუ ჩვენ შეგვიძლია ამათ დავეხმაროთ, ესაა მნიშვნელოვანი, რომ  დავეხმაროთ“, – განაცხადა გვარამიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share