ამაღლობელისთვის წარდგენილი ბრალდება გადაჭარბებული და უსამართლო ჩანს – ფიშერი

გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ  ევროკავშირის ელჩებთან ერთად, “ნეტგაზეთისა“ და “ბათუმელების“ რედაქტორებსა და მზია ამაღლობელის იურიდიულ გუნდს შეხვდა.

ფიშერის თქმით, “ამაღლობელისადმი წარდგენილი ბრალდება და მისი წინასწარი პატიმრობა გადაჭარბებული და უსამართლო ჩანს“.

”ჟურნალისტი მზია ამაღლობელის საქმე ძალიან ცუდია. დღეს ევროკავშირის ელჩებთან ერთად შევხვდით ნეტგაზეთისა და ბათუმელების რედაქტორებსა და მზია ამაღლობელის იურიდიულ გუნდს. 

წარდგენილი ბრალდება და მისი წინასწარი პატიმრობა გადაჭარბებული და უსამართლო ჩანს – ყველამ ვნახეთ დარტყმის ვიდეო.

სად არის ჰუმანურობა?“, – წერს ფიშერი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share