მხოლოდ უსაფრთხო, დაცული და ეკონომიკურად ძლიერი საქართველო შეძლებს დაეხმაროს უკრაინას – არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის ბოლო განცხადებას გამოეხმაურა. ამ თემაზე კომენტარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ „იმედის კვირასთან” გააკეთა.

„მხოლოდ უსაფრთხო, დაცული და ეკონომიკურად ძლიერი საქართველო შეძლებს დაეხმაროს უკრაინას, როგორც პოლიტიკური, ისე ჰუმანიტარული თვალსაზრისით და დაეხმაროს აღდგენაში, როდესაც ეს ომი დამთავრდება. შესაბამისად, ყველა განცხადება, რომელიც შეიძლება გაგებული იყოს, როგორც მოწოდება, რომ საქართველო ჩაერთოს საომარ მოქმედებებში, რა თქმა უნდა, არ ემსახურება ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობას და არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს”, – მიიჩნევს თალაკვაძე.

ანდრეი კასიანოვის განცხადებით, უკრაინა საქართველოსგან მეტ დახმარებას მოელოდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share