”მეშინია დილით გაღვიძების, მეშინია რა ამბავი დამხვდება მზია ამაღლობელზე, რომელიც შიმშილობს”, – ამის შესახებ განაცხადა სინდისის პატიმრის ანდრო ჭიჭინაძის დედამ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქციაზე.
ლიკა გუნცაძის თქმით, ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ბოლომდე.
”მე მეშინია დილით გაღვიძების, მე მეშინია რა ამბავი დამხვდება მზია ამაღლობელზე, რომელიც შიმშილობს ციხეში. სად არიან ექიმები, რატომ არ აპროტესტებენ მზიას შიმშილს ეს არის უბრალოდ სიკვდილ სიცოცხლის საქმე. მზია შეიძლება ხვალ აღარ იყოს უბრალოდ და რას ვფიქრობთ ყველა ჩვენ. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე, ეს ქვეყანა ჩვენია. თავისუფლება მზია ამაღლობელს და თავისუფლება ჩვენს ყველა პოლიტპატიმარს”, – განაცხადა ლიკა გუნცაძემ.