ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ პლატფორმა X-ზე ეხმაურება და წერს, რომ გმობს ქვეყანაში განხორციელებულ ძალადობრივ რეპრესიებს.
კიასტუსის ბუდრისმას თქმით, “ლიეტუვა დგას ქართველი ხალხის გვერდით მათ ბრძოლაში დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის.“
ვგმობთ საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების ძალადობრივ რეპრესიებს. ლიეტუვა დგას ქართველი ხალხის გვერდით მათ ბრძოლაში დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის“, – ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.