„ივანიშვილის წერილი სინამდვილეში საკუთარი ხელით დაწერილი ნეკროლოგია“ – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დღეს გამოქვეყნებულ წერილს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ივანიშვილს ამ ეტაპზე მხოლოდ საკუთარი ფულის გადარჩენა და სანქციებისგან თავის არიდება უნდა.

„ივანიშვილის წერილი სინამდვილეში საკუთარი ხელით დაწერილი ნეკროლოგია მისი, როგორც გავლენიანი, თუნდაც ჩრდილოვანი ფიგურისთვის. როცა ყავლაშვილის დონეზე საღლიცინოდ ხდი და მერე შენ თვითონ ღიად ამბობ, რომ დიპლომატთან დახურული შეხვედრა გქონდა, ეს იმას ნიშნავს, რომ არასოდეს არავინ აღარ შეგხვდება და აღარაფერზე დაგელაპარაკება. ასეთი შეხვედრების ასე გასაჯაროება არ ხდება. საქმიან წრეებში ეს საკუთარი რეპუტაციის განადგურებას ნიშნავს. შეუძლებელია ეს ივანიშვილმა არ იცოდეს. არ ვიცი რამდენად შეესაბამება რეალობას ის, რაც მისი წერილიდან ჩანს, ისეთი ალოგიკური კაცია, შეიძლება სულ სხვა რამე უნდოდა და სხვა რამე გამოვიდა, მაგრამ მისი წერილიდან ჩანს, რომ :

ივანიშვილს ამ ეტაპზე ერთადერთი საკუთარი ფულის გადარჩენა და სანქციებისგან თავის არიდება უნდა. მეტი აღარაფერი.

ფაქტიურად ამბობს, დავთმობ ძალაუფლებას და მივყრი ამ ჩემს ქოცებს ბედის ანაბარა, კისერიც უტეხიათო.

დასავლეთს დეგნანთან შეხვედრის გახმაურებით ეუბნება, თუ გინდათ რომ პირი არ მოვაღო და უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაგაყენოთ, თან თქვენს პარტნიორ ქვეყანაშიც რაღაცეები არ ავრიო, ნუ გამწირავთო. მე ისედაც აღარაფერი მეშველება, ჩემი რეპუტაცია ფეხებზე მკიდია და საკუთარ რეპუტაციაზე იფიქრეთო.
კიდევ ვიმეორებ, ეს გამოუვიდა ამ წერილით და სინამდვილეში როგორ არის, იდარდოს კობახიძემ“, – წერს ნინო ჯანგირაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share