ხარიტონ ჩხატარაშვილი – სპორტი
ოზურგეთის ” მერცხალის” ისტორიდან. რეზო ღლონტს 93 წელი შეუსრულდებოდა. დაიბადა 20.02.1932 წ.გარდაიცვალა 8.04.1971წ
მცველი,თამაშობდა მახარაძის” კოლმეურნეში”(სიხარული,მერცხალი) 1955 -63 წლებში, ლანჩხუთის “გურიაში” 1957 წელს,
საქართველოს თასის ორგზის მფლობელი 1959 -60 წლებში. საქართველოს 1958 წლის ჩემპიონატის პრიზიორი( მესამე ადგილი).
საქართველოს “კოლმეურნეს” თასის მფლობელი 1958 წელი.
ბატონი რეზო ღლონტი იმ ფეხბურთელთა თაობას მიეკუთვნება რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს ოზურგეთელთა პირველი გუნდის წინსვლასა და წარმატებებს! გავიხსენოთ ერთი საფეხბურთო ეპიზოდი ბატონი რეზოს ბიოგრაფიდან: 6 სექტემბერი 1959 წელი.ქ.თბილისი “დინამოს”სტადიონი საქართველოს თასის ფინალი თბილისის ( ტ.ტ.ს) – მახარაძის კოლმეურნე” მსაჯი კარლო ყრუაშვილი
მხარაძის გუნდის შემადგენლობა: ჟორდანია,დოლიძე,სალუქვაძე,ღლონტი,ზურაბაშვილი,სიამაშვილი,ვახრამოვი,ხომერიკი,ტაბიძე,ნინუა,დუმბაძე,( თ.ჩხარტიშვილი ,თ.სალუქვაძე, ქადეიშვილი,სიმონიშვილი,ურუშაძე,) მწვრთნელი აკაკი ხურციძე, გუნდის უფროსი კოტე გოგატაძე ,პირველი თამაში დამთავრდა ფრედ 1-1 გოლი ხომერიკი, 7 სექტემბერს დაინიშნა განმეორებითი შეხვედრა რომელიც ოზურგეთელებმა მოიგეს 2-1 გოლები: რ.სალუქვაძე,ნინუა, პირველად ისტორიაში ოზურგეთის გუნდი გახდა საქართველოს თასის მფლობელი, ორივე შეხვედრა ბატონმა რეზო ღლოტმა შეუცვლელად ითამაშა. ასეთი პიროვნებები ქმიდნენ ოზურგეთის”მერცხალის” ისტორიას.
წავიდა და თან წაიღო სიკეთითა და პატიოსნებით სავსე თავგადასავალი,ჩვენ დაგვიტოვა კარგი ადამიანობის თვალსაჩინო მაგალითი. უფალმა დაუმკვიდროს ბატონ რეზოს ცათასასუფეველი.





