300 ათასი ლარი ოთხი მანქანის წლიური მომსახურებისათვის – ოზურგეთის მერიის ახალი ტენდერი აუქციონის გარეშე

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, აუქციონის გარეშე, ტენდერი, რომლის ღირებულება, 298 ატას 468 ლარია, მიმდინარე წლის 13 თებერვალს გამოაცხადა.

წინადადებების მიღება 22 თებერვალს იწყება და 24 თებერვალს სრულდება.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ვიგებთ საუბარია მერიის კუთვნილებაში არსებულ 4 ავტომანქანაზე

– „Toyota Land Cruiser Prado 150“, გამოშვების წელი 2011, საწვავის ტიპი – ბენზინი;
– „RENAULT DUSTER“, გამოშვების წელი 2019, საწვავის ტიპი – დიზელი;
– „TOYOTA FG CRUISER“, გამოშვების წელი 2006, საწვავის ტიპი – ბენზინი;
– „SKODA OCTAVIA“, გამოშვების წელი 2013, საწვავის ტიპი – ბენზინი.

“ასევე შესაძლებელია საბურავის მოხსნა/დაყენება, საბურავის დაშლა/აწყობა და საბურავის ბალანსირება მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ავტომობილებზე რომლებიც არ არიან ამ სიაში” ნათქვამია დოკუმენტში.

აღსანიშნავია, რომ ისეთი ტიპის მუნიციპალიტეტისათვის, ვგულისხმობთ მძიმე სოციალური ფონი, 300 ატასი ლარის 4 ავტომანქანის მომსახურებაში გადახდა, აშკარად მეტისმეტია და ვინაიდან – დაახლოებით ცნობილი ხდება, თუ რომელი კომპანია გაიმარჯვებს ამ “ტენდერში”, დიდი ალბათობით, შესაძლოა ამ გარიგებამ საფუძვლიანი კითხვები დაბადოს კორუფციის ალბათობასთან დაკავშირებით, რადგან რისკები დიდია.

გთავაზობთ დოკუმენტაცია;

მოგვიანებით კი შემოგთავაზებთ, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ტათია ნიკოლაშვილის კომენტარს, რომელსაც ამ თემაზე ჩვენ დავუკავშირდით და მას გავესაუბრეთ:

 

შესყიდვის ტიპი ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT) პრეისკურანტით
განცხადების ნომერი NAT250003022
შესყიდვის სტატუსი  გამოცხადებულია
შემსყიდველი  ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
შესყიდვის გამოცხადების თარიღი 13.02.2025 12:23
წინადადებების მიღება იწყება 22.02.2025 00:00
წინადადებების მიღება მთავრდება 24.02.2025 15:00
პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება 298`468.00 GEL
შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება 25`000.00 GEL
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გათვალისწინებით
შესყიდვის კატეგორია 50100000-სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები

1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა

1.2.1. სატრანსპორტო საშუალებების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება (სერვისი-სათადარიგო ნაწილები) გულისხმობს ავტოსატრანსპორტო საშუალებების დროულ და სრულყოფილ შეკეთებას; პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებას; ავტომობილის ნაწილების შეკეთებას და/ან გამოცვლას, რაც გათვალისწინებულია პრეისკურანტით.
1.2.2. სატრანსპორტო საშუალებების დაზიანებული ნაწილები უნდა შეიცვალოს ახალი, ქარხნული წესით დამზადებული ორიგინალი სათადარიგო ნაწილებით (შემსყიდველთან შეთანხმების შემთხვევაში, მეორადი ნაწილებით); შეცვლილი დეტალი უნდა გადაეცეს ,,შემსყიდველ”-ს.
1.2.3. შემსყიდველის მიერ ავტომანქანის მიმწოდებლის სერვისცენტრში მიყვანისთანავე მიმწოდებელი ვალდებულია შეადგინოს სადეფექტო აქტი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და სათადარიგო ნაწილების დეტალური აღწერა, აგრეთვე, მომსახურების დაწყებისა და დასრულების ვადები და შემსყიდველის თანხმობის (შესაძლებელია შემსყიდველის მიერ განხორციელდეს დეფექტურ აქტში მითითებული მომსახურების ან საქონლის დასახელების ან/და რაოდენობის კორექტირება ობიექტური მიზეზით) შემთხვევაში მისი ორივე მხარის მიერ ხელმოწერის შემდეგ მიმწოდებელმა უნდა დაიწყოს მომსახურების განხორციელება პრეისკურანტით განსაზღვრული ფასების შესაბამისად. იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი აჭიანურებს სადეფექტო აქტის შედგენას ან არ აწერს დეფექტურ აქტს ხელს, შემსყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება მიმწოდებელთან.
1.2.4. იმ შემთხვევაში, თუ განფასების ცხრილში (პრეისკურანტში) არ არის საჭირო მომსახურება ან/და სათადარიგო ნაწილი მითითებული, მისი ფასი დგინდება მხარეთა შორის შეთანხმებით, საბაზრო ფასების გათვალისწინებით.
1.2.5. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ არ არის სრულყოფილად შესრულებული მომსახურება და/ან შეცვლილი ნაწილი აღმოჩნდა წუნდებული, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოჩენილი ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით დაუყოვნებლივ ან გონივრულ ვადაში შემსყიდველთან შეთანხმებით.
1.2.6. პრეისკურანტში მოცემული მომსახურება შესაძლებელია სრულად არ შეისყიდოს „შემსყიდველმა“ და ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად, ერთეულის ღირებულების შეუცვლელად.
1.2.7. პრეტენდენტმა შემსყიდველის მფლობელობაში მყოფი ავტომობილების საჭიროების შემთხვევაში ევაკუატორით მომსახურება უნდა გაუწიოს უსასყიდლოდ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ავტომობილის გაუმართაობა მძღოლის ბრალეულობით არის ჩადენილი
1.2.8. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მომსახურების გაწევა შემდეგი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის:- „Toyota Land Cruiser Prado 150“, გამოშვების წელი 2011, საწვავის ტიპი – ბენზინი;
– „RENAULT DUSTER“, გამოშვების წელი 2019, საწვავის ტიპი – დიზელი;
– „TOYOTA FG CRUISER“, გამოშვების წელი 2006, საწვავის ტიპი – ბენზინი;
– „SKODA OCTAVIA“, გამოშვების წელი 2013, საწვავის ტიპი – ბენზინი.
ასევე შესაძლებელია საბურავის მოხსნა/დაყენება, საბურავის დაშლა/აწყობა და საბურავის ბალანსირება მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ავტომობილებზე რომლებიც არ არიან ამ სიაში.

1.2.9. პრეტენდენტს ავტო-ტექმომსახურების სერვის-ცენტრი (ან მისი ფილიალი) უნდა გააჩნდეს ქალაქ ოზურგეთში ან/და ქალაქ ოზურგეთიდან არაუმეტეს 5 კილომეტრის რადიუსში (იჯარით ან საკუთრების ფლობის უფლებით).
1.2.10. პრეტენდენტს ზემოაღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად უნდა გააჩნდეს (პრეტენდენტის მიერ მოცემულ ფაქტიურ მისამართზე) საკუთარი ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით ნებადართული ან აუკრძალავი ნებისმიერი ფორმით (ქირა, თხოვება და ა.შ.) თანამედროვე ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისი შემდეგი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა:
ა) ავტომობილის ასაწევი ლიფტი (ამწე);
ბ) დიაგნოსტიკური აპარატურა;
გ) „ბოქსი“ არანაკლებ 2 (ორი).

1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა

1.4.1. მომსახურების გაწევის ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
1.4.2. მიმწოდებელმა ავტომობილის მომსახურება უნდა გაწიოს დაუყოვნებლივ, დაიწყოს დაუყოვნებლივ და დაასრულოს არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ ვადებში შესაბამისი ავტოსათადარიგო ნაწილის არ ქონის ან ტექნიკური სირთულის გამო ვერ ხერხდება მომსახურების დასრულება, მომსახურება დასრულებული უნდა იქნეს მხარეთა შორის განსაზღვრულ გონივრულ ვადაში (არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა).
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share