თათია ნიკოლაშვილი-ოზურგეთის მერი საწვავის ხარჯვიდან საწვავის სმაზე გადავიდა

}ოზურგეთის თბილისელი მერი, რომელსაც 4 ავტომობილი ემსახურება – საწვავის ხარჯვიდან, საწვავის სმაზე გადავიდა. თვეში 300 000 ლარის საწვავი მხოლოდ 4 ავტომობილისთვის, დაგრძელდა თბილისი ოზურგეთის გზა შეიძლება, მაგრამ რა ენაღვლებათ მერს და მისთვის კუდის მოქიცინე მერიის თანამშრომლებს ?! ოჯახობით არიან გაფორმებული, თავიანთი მანქანებიანად და მიდის სმა-ჭამა ოზურგეთელების ფულით, გაჭირვებული ხალხის ხარჯზე” ასე ეხმიანება, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი, ოპოზიციიდან, თათია ნიკოლაშვილი, ოზურგეთის მერიის მიერ ჩატარებულ, თუ გამოცხადებულ ტენდერებს, ოზურგეთის მერიის კუთვნილებაში არსებული ვტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების შესყიდვებზე.

“სხვათაშორის, 4 წლის განმავლობაში 1 მილიონ 317 ათას 354 ლარის – ნახევარ ტონაზე მეტი საწვავი დახარჯა ოზურგეთის მერიამ. არ მოგესმათ, ოზურგეთის მერმა და მისმა ბიუჯეტის წურბელებმა 535 107 ლიტრი საწვავი დახარჯეს ოთხ წელში (მეოთხე წლისას ახლა ხარჯავენ). აქვე შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის ფართობი სულ 643,07 კვადრატული კილომეტრია და აქედან გზების 76 % მოუწესრიგებელია, სადაც დიდ ნაწილზე სასწრაფოს, სახანძროს და უბრალოდ ტრანსპორტის გადაადგილება შეუძლებელია” – ამბობს დეპუტატი.

“ასევე, უნდა იცოდეთ შემდეგი ფაქტი: საწვავი, რომელიც თქვენთვის 3,24 ღირს – ამათთვის 2,33 – ში “გამოდის”… ისიც ჩვენს ხარჯზე. ანუ, ლარით გაიაფება საწვავის შესაძლებელია. ამასთანავე, გარდა ამ 81 ავტომობილისა, სრულიად უსაქმური ხალხის რომ არის, გაფორმებული ბიუჯეტის ბალანსზე, მიბმული აქვთ უნომრო პლასტიკური ბარათი, ხარჯავენ ასე ულიმიტოდ, ოჯახობით… ყველა ეს ინფორმაცია, დოკუმენტაციით არის დადასტურებული” აცხადებს ნიკოლაშვილი.

ტათია ნიკოლასვილს, კომენტარისთვის “გურიის მოამბე” მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც ცნობილი გახდა, რომ – ოზურგეთის მერიამ, მის კუთვნილებაში არსებულ ოთხი ავტომანქანის მომსახურეობის მიზნით, მიმდინარე წლის 13 თებერვალს 300 ატას ლარიანი ტენდერი გამოაცხადა აუქციონის გარეშე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share