“ამერიკის ხმის” ჟურნალისტის თქმით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში უკრაინის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა – “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში ვაშინგტონიდან ანი ჩხიკვაძემ ისაუბრა და თქვა, რომ ამერიკის პრეზიდენტის განცხადებებს უკრაინასთან დაკავშირებით მისი პარტიის შიგნითაც კრიტიკა მოჰყვა.
ჩხიკვაძე ამბობს, რომ “ტრამპი გარკვეული ზეწოლის მოხდენას ცდილობს უკრაინის პრეზიდენტზე, რომ დათმობებს მიაღწიოს. რა დათმობებზეა საუბარი ჯერჯერობით უცნობია”.
საკითხი, რაზეც თეთრ სახლში ერთიანობაა ეს ევროპის თადვაცვას ეხება და ყველა თანხმდება, რომ “ევროპელმა მოკავშირეებმა უფრო მეტი უნდა დახარჯონ თავდაცვაზე”.
“თეთრი სახლისთვის ომის დასრულება პრიორიტეტად რჩება, თუმცა როგორც ვხედავთ მოლაპარაკებები უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდა, როგორ განვითრადება მოვლენები, რთული სათქმელია”– ამბობს “ამერიკის ხმის” ჟურნალისტი.