ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, კასპარ ველდკამპი თვლის, რომ საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარება განხილული უნდა იყოს.
ამის შესახებ მაღალჩინოსანმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტების შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ნიდერლანდები მხარს უჭერს ქართველ ხალხს და ასე გააგრძელებს:
ვფიქრობ, უნდა განიხილონ ახალი არჩევნების ჩატარება, რადგან, არჩევნებამდე და მის პერიოდში ბევრი დარღვევა გამოვლინდა. ასე რომ, ვფიქრობ, საქართველოს მთავრობამ უნდა განიხილოს ახალი არჩევნები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ნიდერლანდები მხარს უჭერს ქართველ ხალხს და ასე გააგრძელებს“ – განაცხადა მან.