ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ “ქართველ ხალხს მათი ხელისუფლებისგან განსხვავებით, სხვა მომავალი სურს”.
ამის შესახებ ელინა ვალტონენმა ბრიუსელში შეხვედრაზე „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტს განუცხადა.
„დღეს ჩვენ გვექნება საუბარი საქართველოში არსებული ვითარებასთან დაკავშირებით. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას. ქართველ ხალხს მათი ხელისუფლებისგან განსხვავებით, სხვა მომავალი სურს. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ შექმნილი სიტუაციით“, – განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს.