გურიაში კვლავ გადაუღებლივ თოვს – გზები კი ისევ არ იწმინდება

გურიაში მოსულმა დიდთოვლობამ ადგილობრივ მოსახლეობას სერიოზული პრობლემები გაუჩინა.

გარდა იმისა, რომ როგორც ადგილობრივები ჩვენ გვატყობინებენ არ იწმინდება გზები, პრობლემებია მოსახლეობისათვის წყლისა და შუქის მიწოდების საკითხებში.

როგორც ადგილობრივები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, ხელისუფლებამ მხოლოდ, და ისიც ნაწილობრივ, ოზურგეთის მერიასთან და საკრებულოსთან მისასვლელი გზები გაწმინდა, სოფლებს რომ თავი დავანებოთ (და რატომ უნდა დავანებოთ) გზები არ იწმინდება მაგალითად გურიის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ ოზურგეთის ცენტრალურ ქუჩებზე.

გთავაზობთ ფოტოებს თუ რა სიტუაციაა ამ წუთებში ქალაქ ოზურგეთის ჯორჯიაშვილის, სულხან საბას, გურიის, ნიკოლაძის და სხვა ქუჩებზე:

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share