ერთი ადამიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დადასტურდა-კიდევ ერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა
“უკვე ერთი ადამიანი ემსხვერპლა სტიქიას – ეს ძალიან მძიმე და სამწუხარო ამბავია.
მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკა უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, მდგომარეობა ჯერ კიდევ რთულია.
ყველას გთხოვთ, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინოთ. თუ დახმარება გჭირდებათ ან შეგიძლიათ, სხვებს დაეხმაროთ, გთხოვთ, დამიკავშირდეთ: 571 61 31 61″
”
მოკლედ, ესეთი ამბავია:
შეიქმნა მოხალისეთა ჯგუფი გურიისთვის, სადაც ჩემი ლანძულით არიან დაკავებულები და ასევე მივიღე მრავალი მუქარის შეიცვლელი შეტყობინება.
მეგობრებო, ვინც მიცნობთ, კარგად იცით – ახლა არ მაინტერესებს, ვინ რას ფიქრობს ჩემზე.
ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის უმთავრესი დაინტერესება იმ ადამიანების დახმარებაა, ვისაც ახლა ყველაზე მეტად ვჭირდებით.
სოფელ შრომაში 33 წლის ბიჭის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება – ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მალე მივაწვდინოთ დახმარება.
მადლობა ყველას, ვინც მთელი გულით ცდილობს, ამ მძიმე დროს გურულების გვერდით დადგეს!”
წერს აოზურგეთის ხელისუფლების წარმომადგენელი ქეთი ვასაძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.