სოციალური ქსელის , ფეისბუქის მომხმარებელი Gaius Marius Oboba გურიის რეგიონში დიდთოვლობის შესახებ წერს:
”ცოტა არეულად დავწერ,.ბოდიში.
არაა ეს სტიქიური უბედურება, სტიქიაც არაა, დიდთოვლობაა.
ეს დიდთოვლობა აბსოლუტურად მიყვება პროგნოზს, ანუ იყო პროგნოზირებადი.
ოპოიციური მედია ტვ იქნება თუ ონლაინ, რაც უფრო გაამძაფრებს მყვირალა ქივორდებით სიტუაციას, მით ხელს შეუწყობს რეჟიმის მესიჯბოქსს, რომელიც აუცილებლად იქნება “სტიქია”, სტიქიური და ბლა ბლა ბლა.
და ასე ვიტრიალებთ ზამთარ/ზაფხულ უხვ თოვლზე და წვიმაზე, რომელიც თქვენ წარმოიდგინეთ, სეზონზე ხან არის, ხან არა, შეიძლება არ იყოს ორი სეზონი, მესამეზე იქნება.
ხან იმ რეგიონში, ხან ამ რეგიონში.
რეალურად რამდენად მაღლაა ტერიტორია, იმდენად მაღალია თოვლი, ამ ეტაპისთვის დაახლოებით 1-დან 1.5 მეტრამდე, სადაც ორია, იქ ხალხიც ცოტაა და ყოველ ზამთარსაა მინიმუმ მეტრი ერთ კარგ ნალექზე.
ეს ე.წ. ხელისუფლება, უბრალოდ არ არ არის მზად კი არა, არც აკეთებს რამეს, რომ უხვი ნალექი არ იყოს პრობლემა ადამიანების სიცოცხლისათვის.
საკმარისი ფული ამისთვის სულ არის, მაგრამ ეგ ფული ხმარდება ადამიანების დედისტყვნას მხოლოდ.
თორე გზა საერთოდ არ უნდა იყოს ჩაკეტილი (სადაც არის) თუ დღეში ორჯერ მაინც მოხდებოდა წმენდა.
მაგრამ
ადგილობრივი ხელისუფლებები, როდესაც თავის ჭკუაზე არიან, ფიქრობენ – გადაიღებს რა.
4 კომლისთვის ამდენი ხარჯი…
შესაბამისად ტექნიკა კი არა, საწვავზეც აკეთებენ ეკონომიას, რადგან განსაზღვრულია ბიუჯეტი და ის ბიუჯეტი უმოსახლო სოფლებში სკვერების მოწყობას და ტრენაჟორების დადგმას, სინამდვილეში კი ატკატებს ხმარდება.
ისედაც არეულად ვწერ, მეტი ჩაშლილად თავს არ შეგაწყენთ.
დავუბრუნდები სათქმელს, არანაირ სტიქიურ უბედურებასთან გამკლავება არ უწევს არავის, უხვ თოვლთან ჩაიჯვა სახელმწიფომ.
სულ ესაა.
და ეს უხვი თოვლი იყო სრულიად პროგბოზირებადი და ადვილად მისახედი, საშუალო გაქანების ადგილობრივი მთავრობებისთვისაც კი.
რაც უფრო აწევთ ისტერიულად პრობლემის ხარისხს, მით უფრო მოვწყდებით რეალურ სურათს და რეალური პრობლემებიც ნაკლებად გაშიშვლდება.
კიდევ უფრო რომ გავამარტივო, თოვლის ბრალი არაა რაც ხდება.
(თითქოს ეს ყველამ იცის)))))
ჩვენ კიდევ თოვლს ვუნაწილებთ პასუხისმგებლობას.
ხან წვიმას.
მივეჩვიეთ რაღაცნაირად.
მერე დადნება თოვლი, ავა გამგებელი, ორიოდე სოფლის თავს გამაზავს, ისინი ახლობლურად მოაყომარებენ და ასე იქნება შემდეგ ნალექამდე.
და არც უბედურებების რაოდენობა იწვევს ბრაზს და აგრესიას, რაოდენობა მხოლოდ შეჩვევას იწვევს და მოცემულობად იქცევა.
აი მანდ ვართ უკვე მისული და მაქედან გამოსვლა, ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვგონია – ისტერიული უსაგნო ყვირილით.
და თან ეს ზოგადი ყვირილი ყველაფერს ერგება, წვიმასაც, თივლსაც, მეწყერსაც, უკანონო მშმებლობასაც, ხიდსაც, ვეროკავშირსაც. გატრუხებულია.”