“ხელისუფლებამ გურიის მექანიზაციის ცენტრიდან წინა ხელისუფლების მიერ შეძენილი 60 ერთეული ტრაქტორი გაასხვისა”

“სრული უპასუხისმგებლობით და მოუმზადებლად შეხვდა ხელისუფლება დიდთოვლობას, ჯერ კიდე 21 თებერვალს დააგზავნა 112 -მა შეტყობინება, რომ მოსალოდნელი იყო ამინდის მკვეთრი გაუარესება, შესაბამისად ხელისუფლებას ინფორმაციაც ჰქონდა მოსალოდნელი დითოვლობის შესახებ, მაგრამ კოორდინაცია და მოსამზადებელი სამუშაოები ნული, ვერც იმ შენიშვნას მივიღებთ რომ საკმარისი ტექნიკა არ ყავს მუნიციპალიტეტს მსგავს პრობლემებთან გასამკლავებლად, მარტო გურიის მექანიზაციის ცენტრიდან წინა ხელისუფლების მიერ შეძენილი 60 ერთეული ტრაქტორი კორუფციული გარიგებებით გაასხვისეს, მარტივი წარმოსადგენია რამდენი სიკეთის მოტანა შეეძლო ამ უმძიმეს დღეებში აღნიშნული რაოდენობის ტექნიკას გურიის მოსახლეობისთვის”

წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ოზურგეთის მუნიციპალურ საკრებულოში, ფრაქცია ‘ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, დავით მჟავანაძე.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share