ოზურგეთის ნასაკირალის მეხუთე რაიონში გუშინ ჩაინგრა მრავალბინიანი კორპუსის სახურავი, დაზიანებულია საყრდენი კედლებიც, რაც 20 ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. შემთხვევის შესახებ ინფორმაცია გადაეცა 112-სა და ყველა შესაბამის სამსახურს, თუმცა 24 საათის განმავლობაში ადგილზე არავინ გამოჩენილა. ასეთი გულგრილობა ადამიანის სიცოცხლის მიმართ მიუღებელია. რამდენი ტრაგედია უნდა მოხდეს, რომ შესაბამისმა უწყებებმა დროული რეაგირება მოახდინონ და ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინონ?
ინფორმაციას ვიდეოსთან ერთად ნასაკირალის მაჟორიტარი დეპუტატი-ბესო ქათამაძე ავრცელებს