ქობულეთში 30-წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას მრავლობითი ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღი მიაყენეს. მომხდარს კი სავარაუდოდ წინ ე.წ. ქუჩური გარჩევა უძღოდა.
შემთხვევა ე.წ ემტეესის დასახლებასთან მოხდა. ადგილობრივები დეტალებზე საუბარს თავს არიდებენ, თუმცა არსებული ინფორმაციით, დაჭრილმა “კრიმინალური ავტორიტეტი” შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.