დღეს საქართველოში კორონავირუსით მესამე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 პაციენტი გარდაიცვალა, 796 კი, გამოჯანმრთელდა.
როგორც გურიის მოამბემ გაარკვია, გარდაცვლილი 60 წლის ქალბატონია და ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
შეგახსენებთ, დღეს გურიის რეგგიონში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა. ერთი, ქუთაისში, კლინიკა “ბომონდში” მკურნალობდა და ის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მამაკაცია. მეორე კი 61 წლის ქალია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რამდენიმე წუთის წინ გარდაიცვალა.