“თქვენ მესამე მსოფლიო ომს ეთამაშებით” – ოვალურ კაბინეტში სიტუაცია დაიძაბა

ოვალური კაბინეტში სიტუაცია დაიძაბა – როგორც ოთახში მყოფი ჟურნალისტები იტყობინებიან, ვოლოდიმირ ზელენსკი ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსიმ “არაკეთილსინდისიერებაში” დაადანაშაულა.

ტრამპმა კი შემდეგ თქვა, რომ უკრაინის ლიდერი „მესამე მსოფლიო ომთან თამაშობს”

“ორივეს [რუსეთისა და უკრაინას] მხარეს რომ არ ვიყო, არასდროს არ მივაღწევთ შეთანხმებას. გინდათ, რომ საშინელი რაღაცები თქვა პუტინზე და მერე ვთქვა: “გამარჯობა, ვლადიმირ. რას ვაკეთებთ შეთანხმებაზე?” ეს ასე არ მუშაობს. არ ვარ პუტინის მხარეს. არავის მხარეს არ ვარ. ამერიკის შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს სიკეთის მხარეს ვარ, მსოფლიოს მხარეს ვარ, და ამის დასრულება მინდა”, – განაცხადა ტრაპმა.

ზელენსიმ საუბრის მიმდინარეობისას ვიცე-პრეზიდენტს ჰკითხა, ყოფილა თუ არა ის უკრაინაში და ასევე დასძინა, რომ ომის შედეგებს საბოლოოდ იგრძნობს შეერთებული შტატები .

რაზეც ტრამპმა უპასუხა: „ნუ გვეტყვით რას ვიგრძნობთ. თქვენ არ ხართ იმ სიტუააციაში, რომ გვიკარნახოთ, რას ვიგრძნობთ.

მოგვიანებით დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს მოლაპარაკებებისთვის საჭირო “კარტები” და არსებობს მესამე მსოფლიო ომის რისკები და ზელენსკის არ აქვს უფლება დაუდევრად მოიქცეს.

 “თქვენს ქვეყანას სერიოზული პრობლემები აქვს, ჩვენ მოგეცით 350 მილიარდი დოლარის შეიარაღება, კი, თქვენ ძალიან მამაცი ხალხი გყავთ, მაგრამ ჩვენი დახმარების გარეშე ეს ომი 2 კვირაც არ გაგრძელდებოდა” – უთხრა ტრამპა ზელენსკის.

შეგახსენებთ, რომ თეთრ სახლში ამერიკის და უკარინის პრეზიდენტების შეხვედრა უკვე თითქმის ერთი საათია მიმდინარეობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share