ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ქვეყანა რუსულ ნავთობსა და გაზს აღარ შიეძენს.
ამის შესახებ ბაიდენმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკა არ იქნება პუტინის ომის დამფინანსებელთა შორის. მისივე თქმით, ეს იქნება დიდი დარტყმა პუტინის რეჟიმისთვის.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსულ ენერგო-რესურსებზე ემბარგოს დაწესებას გაერთიანებული სამეფოც აპირებს.