დევიჭირავთ ბეღურას. ამ ბეღურას დავამბამთ ჯოხზე და ვაჭუმთ ღომს. ბეღურე მოშინაურდება, ჩემი არ ეშინია. ახლა ამ ჩიტს დევიკავეფთ ხელჩი ჯოხით. ჯოხზე ჟდანა ბეღურე გძელი ძაფით. ახლა მინდა, რომ შევიჩვიო და ფეთქვა ვასტავლო. ჯოხს წამევიღეფთ და თვითან მოყობა ჯოხს, მოფეთქავს და მოდის. ასთე ვათამაშოთ უნდა ერ კვირეს. კარგათ შეჩოული იქნება მერე. ჯოხი ხელჩი უნდა გეჭიროს. ჩიტი დეიწყეფს კარგათ ფეთქვას, ჯოხს გაშორდება. დასვენების დროს დაჟდება ჯოხზე. აი ჩიტი გამართული კვყავს ახლა.
.
ბადე ბზათაა მიმინოს დასაჭირავათ, ხაზირია. გავალთ კირღოულაზე ან სანისლიაზე. გავაკეთეფთ იქინე ჟვეროის ქოხს. რომ მიმინომ არ დაგვინახოს. ქოხს რო გავაკეთეფთ, ბადეს გავშლით. ქოხი აგერ გვიდგანა, ბადე ქოხის წინაა დასობილი. ჩვენ გამუალთ ქოხის უკან და ვიმზირებით, უნდა დევინახოთ, სიდგან გამუა მიმინო. ჩიტი ბადესთანაა. ჯოხი ჩასობილია მიწაში, ჯოხზია მიმბული ჩიტი. საჭმელი ქი აქ და ჭამს. როცხა დეინახავ მიმინოს, შენ უნდა ააფეთქო ჩიტი. მიმინო დეინახავს ჩიტს და წამუა ჩიტის შესაჭმელათ. რო მუა ჩვენთან, გადავკრავთ ბადეს და დავახურავთ თავზე. დაჭირული კვყავს მიმინო.
.
ბადე არის ორ ჯოხში. ავსწევ ერ ჯოხს, შუუყოფ ხელს და გამევიყვან მიმინოს. ამ მიმინოს პლატუკში გამოვხოფთ ლამაზათ, რომ ფხარი არ წუუხთეს. ახლა წამევიყვანთ სახში.
.
მიმინო უნდა მოვხამლოთ: ღამე სანთელთან დევიჟენთ ხელზე. ხელზე მეში გვაქ გაკეთებული. ამ მეშს საფუხარს ვეტყვით. ფჩხილი ფინთი აქ მიმინოს. თუ საფუხარი არ გევიკეთეთ ხელზე, ხელს გვატკენს, დაკვჭვანგავს. ორ საათს ღამეს უთევთ და ხელზე გვიჟდანა. თანდათან კაცს ეჩოვა. რო მუაწევს გამთენიის ხანი, ერთი საათ-ნახევარი ადრე დილას ადგები, ამ მიმინოს დევიჟენთ ხელზე, შევიჩოვთ, შამევითენეფთ ხელზე.
.
ახლა დილა რო გათენდა, ზაკუსკა უნდა ვაჭამოთ. რომ გეჩოვა მიმინო, საჭმელს შენ ხელჩი ჭამს. ახლა საჭმელს რო ვაჭუმთ, დავამბამთ გრილში და წყალს დუუდგამთ ტაშტით. თუ წყურია, დალევს, თვარა – ტანს დეიბანს. მიმინოს დავამბამთ გადაღუნულ ჯოხზე, ჯოხს გადავღუნავთ და ორივე თავით დავასოფთ მიწაში. ზეთ დავამბამთ მიმინოს. ახლა თანდათანობით ასთე შევიჩოვთ ერ კვირეში.
.
ერ კვირეში გეიმართება მიმინო, შეგეჩოვა. იმდენი შეჩოულია პატრონზე, შენ გიყურეფს, არ წავა არსა. შეგვეჩვია კარგათ, გეიმართა მიმინო, საქნიერი ისტავლა. გევიქნევთ მიმინოს და წავა, დაჟდება ხეზე და გიყურეფს. ახლა მუუქნევ ხორცს. მიმინო რო დეინახავს ხორცს, წამუა და დაგაჟდება ხელზე. ახლა გამართულია მაი. გეიმართა მიმინო.
.
ძაღლი კვყავს წყერის მაძებარი. ახლა წყერზე მივდივართ სანადიროთ. ნახავს ძაღლი წყერის კვალს. ეძეფს ძაღლი. მიმინო თანდათან უკვირდება და უბზერს ძაღს. ააფრინა ძაღმა წყერი. გამიეკიდება მიმინო წყერს, დეჲჭირავს. დეიჭირავს ამ წყერს და დადეფს მიწაზე და დუუწყეფს პუტვას. თუ დაგიგვიანდა მისვლა, ქი დუუწეფს ჭამას. მარა მივალ ხელათე. ამ მიმინოს წყერი ქე ყავს ფეხში. ამ წყერს გუუტეხ თავს და თვალ-ტვინს მიმინოს ვაჭუმ. თვალ-ტვინს რო აჭუმ, კისერი რჩება პაწე. იმას ძაღს ვაჭუმთ.
.
ამ მიმინოს ეჟვნები აქ. ოთხი თვარ ექნება, ორი მაჲნც უნდა ქონდეს. მერე თანდათან მივდივართ, ვწყეროფთ. დილას არაა მიმინო ხასიათზე. აფერს არ ვაჭუმთ საღამომდი. დილას რო ვაჭამოთ, კიდომ ვარეს ხასიათზე იქნება. საღამოს კაი ხასიათზია. სამწყეროთ მივდივართ ნაშვადღევს, რომ მიმინოს კარქათ მოშივდეს მანამდი და ხასიათზე მევიდეს. თუ მიმინომ კაი ხასიათი დეიჭირა, კაი მუხლი დუურჩა, მაშვინ ჩვენ ამ მიმინოს არ გუუშოფთ და ძაროში გვეყოლება დანწყტოული მარტიდგან აგვისტომდი. ზამთარში ძაროში არ ვარგა, დაფუხავს – დაქარავს და ფხრეფს ჩამუუგდეფს, დააზიანეფს. ზამთარში მარტამდი გვეყოლება სახში დამბული.
.
ხორცოულობა კაია, უნდა ვაჭამოთ ჩიტი, ძროხის ხორცი, ქათმის ხორცი. ხორცი უნდა იყოს ძალიანი სუფთაი. გლახა ხორცი არ ვარგა. არც თვითონ ჭამს. რო ჭამოს, მოკლავს. მარილიანი ხორცი და გუურეცხავი ხორცი იმინუჩი მოკლავს. ბატის, იხვის, თხის ხორცი არ ეჭომა.
.
აგვისტოში მიმინო იცვლის ბურდღას, ფჩხილეფს, ნიკარტს. აგვისტოში გამევიყვანთ ამ მიმინოს ძაროიდან, გავმართავთ. რო ქონდა ძალა, ახლა ოთხი იმდენი აქ. რამდენი წელი გეიარს, იმდენ ორ წელს მატულოფს ცხრა წელიწადს. მერე ყურს აკტება. ძველ მიმინოს კაპუეტი ქვია, მიორე წლისას. რამდენ ხანს გეყოლება, სულ კაპუეტი ქვია.
.
მიმინოს რო დევიჭირავთ, ვატყოფთ: დედალია თუ მამალი, ძველია თუ ახალი. უნდა დევიჭიროთ წროუნდელი მიმინო დედალი. მამალი მიმინო ერცახია, არ ვარგა. უნდა იყოს ახალგამოტეხილი მიმინო დედალი. ძველი, კაპუეტი, მიმინო არ ვარგა, ნაბარტყალია იგი. კაპუეტ მიმინოს ვიცნოფთ, ცეხლივით აქ თვალები, ბურდღა უმფრო თეთრათ ექნება.
.
მთქმელი – ვლადიმერ უჯმაჯურიძე, ქვემო ერკეთი , ჩაწერილია გრიგოლ იმნაძის მიერ 1963 წელს
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა.