ფეისბუქჯგუფში „მოხალისეები გურიისთვის“ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოზურგეთის სოფელ შრომაში, მოცვნარის გადასახვევზე, ტომას მაღაზიასთან შესახვევში იწვის გიორგი ჩიქოვანის სახლი.
„სახლში 4 ადამიანი ცხოვრობს, ყველა გადარჩა.
სახანძრო სამსახური ადგილზეა, მაგრამ ადგილზე შესვლა უჭირთ _ მიუვალი ადგილიაო“, _ წერს ანა ბოლქვაძე.