შეხვედრა თეთრ სახლში – როგორც მედია ოვალური კაბინეტიდან მედია იტყობინება, დონალდ ტრამპმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა, რომ კარგი იქნება თუ ის და ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინასა და რუსეთს შორის ომს შეაჩერებენ. თავის მხრივ კი ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არანაირი კომპრომისი რუსეთის პრეზიდენტთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს არ უნდა იყოს.
მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრმპმა ზელენსკისთან შეხვედრაზე ასევე თქვა, რომ დაიდება შეთანხმება და უკრაინა აღარ დაუბრუნდება საბრძოლო მოქმედებებს.
ზელენსკიმ კი იმედი გამოთქვა, რომ აშშ უკრაინის დახმარებას არ შეწყვეტს.
“ჩვენ მივცემთ იარაღს უკრაინას. იმედი გვაქვს ბევრის გაგზავნა არ მოგვიწევს” – დასძინა ტრამპმა.