უკრაინაში ამერიკელი ჟურნალისტის, ბრენტ რენოს გარდაცვალების გამო აშშ რუსეთს “შესაბამის შედეგებს” დაუწესებს , – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, ჟურნალისტის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია “შოკისმომგვრელი და შემზარავია” და აშშ-ის ოფიციალური პირები კონსულტაციებს გაივლიან უკრაინელ მხარესთან იმის დასადგენად თუ “როგორ მოხდა ეს”